მცირეწლოვნის მდგომარეობა, რომელიც გლდანში მერვე სართულიდან გადმოვარდა, დამაკმაყოფილებელია
მცირეწლოვნის მდგომარეობა, რომელიც გლდანში მერვე სართულიდან გადმოვარდა, დამაკმაყოფილებელია

გლდანში მცირეწლოვანი მერვე სართულიდან გადმოვარდა. ბავშვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანება არ ჰქონდა მიღებული. შემთხვევა 8 მაისს მოხდა.

მცირეწლოვანი ბიჭი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბიჭს სპაიდერმენის ფორმა ეცვა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტს სამართალდამცველები იძიებენ.