მცირე და საშუალო ჰესებზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები აღარ გაფორმდება
მცირე და საშუალო ჰესებზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები აღარ გაფორმდება

მცირე და საშუალო ჰესებზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები აღარ გაფორმდება.

შესაბამისი ცვლილება მთავრობის 2013 წლის N214 დადგენილებაში შევიდა.

დოკუმენტი არეგულირებს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ნუსხაში შემავალი პროექტებისთვის ინტერესთა გამოხატვის წესებს.

საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-ის ცნობით, ამჟამად ნუსხა 98 მცირე და საშუალო სიმძლავრის პროექტისგან შედგება, რომელთა ჯამური საპროგნოზო დადგმული სიმძლავრე 1.5 გვტ.-ია.

ცვლილების მიხედვით, ნუსხაში შემავალი ჰესები აღარ მიიღებენ გარანტირებულ ტარიფს ესკო-სგან.

ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია საერთაშორისო სავალუტო ფონდს ჰქონდა.

ამასთან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს გარანტირებული ტარიფი შესაძლოა კვლავ მიეცეთ, თუმცა მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ ფისკალური რისკების დეტალური შეფასების შემდეგ.

კიდევ ერთი ცვლილება შეეხო წინასამშენებლო გარანტიის მოცულობას, რომელიც გაიზრდება 5 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე.

ერთ პროექტზე რამდენიმე მსურველის შემთხვევაში, გამარჯვებულის გამოსავლენი კრიტერიუმი იქნება ინვესტორის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის მოცულობა.

ადრინდელი წესით, პროექტი იმ ინვესტორს გადაეცემოდა, რომელიც უფრო დაბალ ტარიფს მოითხოვდა.

აღნიშნული ცვლილება არ შეეხება უკვე გაფორმებულ მემორანდუმებს.