მჩატე წონაში სამი ვერსიით (WBA, WBC, WBO) მსოფლიოს ჩემპიონმა ვასილი ლომაჩენკომ და ამავე წონაში IBF-ის ჩემპიონმა ტეოფიმო ლოპესმა სატიტულო ბრძოლის პირობები შეათანხმეს. ორთაბრძოლა 17 ოქტომბრისთვის დაიგეგმა, – იტყობინება ESPN. ბრძოლის ჩატარების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პრომოუტერული კომპანია Top Rank-ის პრეზიდენტმა ბობ არუმმა დაადასტურა, რომ მიაღწია შეთანხმებას ლოპესის მენეჯერთან. მისი სიტყვებით, ბრძოლის კონტრაქტი პარასკევს გაფორმდება.
32 წლის უკრაინელმა ლომაჩენკომ პროფესიულ რინგზე 14 ბრძოლა მოიგო (10 ნოკაუტით) და ერთხელ დამარცხდა. 23 წლის ამერიკელ ლოპესს 15-დან15 ბრძოლა აქვს მოგებული, აქედან 12 ნოკაუტით.