მბაპეს „რეალში“ ტრანსფერი ჩაშლის პირასაა #1TVSPORT
მბაპეს „რეალში“ ტრანსფერი ჩაშლის პირასაა #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის კილიან მბაპეს ტრანსფერი ჩაშლის პირასაა. სავარაუდოდ, ფრანგი ფეხბურთელი არ დატოვებს პარიზს ამ ზაფხულში. ამის შესახებ ესპანური გაზეთი „მარკა“ წერს.

„პარი სენ-ჟერმენში“ მიაჩნიათ, რომ 22 წლის ფეხბურთელი 170 მილიონ ევროზე ძვირი ღირს. სწორედ ეს თანხა შესთავაზა პარიზულ კლუბს მბაპეს სანაცვლოდ მადრიდის „რეალმა“. ფრანგული მხარე ამ წინადადების შემდეგ მოლაპარაკებების გაგრძელებას არ აპირებენ. ამავდროულად, „რეალის“ ხელმძღვანელობა თავისი შეთავაზების გაზრდას არ გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ მბაპეს კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2022 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. გასულ სეზონში მან 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 27 გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.