მბაპეს ოჯახი მადრიდში „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდება #1TVSPORT
MADRID, SPAIN - MARCH 09: Kylian Mbappe of Paris Saint-Germain celebrates scoring their opening goal during the UEFA Champions League Round Of Sixteen Leg Two match between Real Madrid and Paris Saint-Germain at Estadio Santiago Bernabeu on March 09, 2022 in Madrid, Spain. (Photo by Gonzalo Arroyo Moreno/Getty Images)
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი კილიან მბაპე ახლოს არის მადრიდის „რეალში“ გადასვლასთან.
გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის ოჯახი მომავალ კვირას გაემგზავრება ესპანეთის დედაქალაქში, სადაც შეხვედრას გამართავს „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობასთან.
წერენ, რომ განხილვის თემა იქნება საიმიჯო საკითხები მბაპეს „რეალში“ გადასვლის შემთხვევაში.
ამასთან, წყარო ამტკიცებს, რომ ფეხბურთელის წარმომადგენლები ასევე აგრძელებენ მოლაპარაკებებს „პარი სენ-ჟერმენთან“. კერძოდ, ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიმართა მბაპეს ოჯახის შეხვედრა პარიზული გუნდის პრეზიდენტთან ნასერ ალ-ჰელაიფისთან.
მბაპე განიხილავს პსჟ-სა და „რეალის“ წინადადებებს, რის შემდეგაც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას თავის მომავალთან დაკავშირებით.