მბაპეს დუბლით პსჟ მეოთხედფინალში დაბრუნდა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, საპასუხო მატჩი #1TVSPORT
მბაპეს დუბლით პსჟ მეოთხედფინალში დაბრუნდა - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, საპასუხო მატჩი #1TVSPORT

ფაქტები

* პსჟ 21 ოფიციალური მატჩია არ მარცხდება – 15 მოგება და ექვსი ფრე. ბოლო მარცხი („მილანთან“ 1:2) 7 ნოემბრით თარიღდება.

* პსჟ ბოლო სამ სეზონში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

* მბაპემ მე-18 გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში და დაეწია რაულსა და ანდრეი შევჩენკოს. ტურნირის ამ სტადიაზე უფრო მეტი აქვთ კრიშტიანო რონალდოს (67), ლიონელ მესის (49), ქარიმ ბენზემას (34), რობერტ ლევანდოვსკისა (31) და თომას მიულერს (27).

* სულ მბაპეს ჩემპიონთა ლიგაზე 46 გოლი დაუგროვდა. ამდენივე აქვთ ეუსებიოსა და ფილიპო ინძაგის, ხოლო შევჩენკომდე ორი ბურთი აკლია.

* მბაპე და კეინი ლიდერობენ TOP 5 ქვეყნის ჩემპიონატების ფეხბურთელებს შორის შედეგიანი მოქმედებების რაოდენობით. ორივეს „გოლი+პასის“ სისტემით 40 ქულა აქვთ: მბაპეს – 33+7 (34 მატჩი) და კეინს – 32+8 (33 მატჩი).

 

სოსიედადი-პსჟ 1:2

გოლები: 0:1 მბაპე (15), 0:2 მბაპე (56), 1:2 მიკელ მერინო (89)

სოსიედადი: რემირო, ტრაორე, სუბელდია (77. პაჩეკო), ლე ნორმანი, გალანი, ბრაიმ მენდესი (61. ტურიენტესი), სუბიმენდი (83. ოლასაგასტი), მიკელ მერინო, კუბო, ბეკერი (61. ბარენეჩეა), ოიარსაბალი (77. ანდრე სილვა).

პსჟ: დონარუმა, ჰაკიმი (83. სოლერი), ლ. ერნანდესი, ბერალდო, ნუნუ მენდეში (62. მუკიელე), ფაბიან რუისი (77. უგარტე), ზაირ-ემერი, ვიტინია, დემბელე (82. კოლო-მუანი), ბარკოლა (46. კან-ინ ლი), მბაპე.