მბაპემ „რეალს“ მიმართა - თქვენი პირველი გულშემატკივარი ვიქნები ჩემპიონთა ლიგის ფინალში #1TVSPORT
მბაპემ „რეალს“ მიმართა - თქვენი პირველი გულშემატკივარი ვიქნები ჩემპიონთა ლიგის ფინალში #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ, რომელმაც უარი თქვა „რეალში“ გადასვლაზე და კონტრაქტი გააგრძელა პარიზულ გუნდთან, მადრიდულ კლუბსა და მის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს მიმართა.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო „რეალსა“ და მის პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს. ვაღიარებ იღბალსა და პრივილეგიას – ვიყო ასეთი დიადი გუნდის სასურველი ფეხბურთელი. მესმის თქვენი იმედგაცრუება. მე თქვენი პირველი გულშემატკივარი ვიქნები ჩემპიონთა ლიგის ფინალში, პარიზში, საკუთარ სახლში. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია პროგრესი გავაგრძელო საფრანგეთში, ქვეყანაში, რომელიც ხედავდა როგორ დავიბადე, გავიზარდე და საკუთარი თავის რეალიზაცია მოვახდინე. ეს მაძლევს შესაძლებლობას განვახორციელო ჩემი ოცნებები“ – დაწერა მბაპემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ მბაპემ „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააგრძელა. დასრულებულ სეზონში 23 წლის ფორვარდმა 46 მატჩი ჩაატარა, 39 გოლი გაიტანა და 26 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.