მბაპემ მესისა და რონალდოზე ისაუბრა 
მბაპემ მესისა და რონალდოზე ისაუბრა 

პარი სენ-ჟერმენის ახალგაზრდა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ მედიასთან ცნობილ კითხვას გასცა პასუხი: მესი თუ რონალდო?

„კრისტიანო თუ ლიონელი? შემიძლია, რომელიმე მათგანი გამოვყო, თუმცა ეს უაზრობა იქნება. ჩვენ არ გვაქვს მათი შედარების უფლება. ამისათვის არაერთი მიზეზისა და არგუმენტის მოყვანა შეგვიძლია. როდესაც პატარა ვიყავი, მომწონდა მათი შედარება, ხან ერთი მომწონდა უფრო, ხან მეორე. თუმცა გამოგიტყდებით, რონალდოს უფრო ხშირად ვუჭერდი ხოლმე მხარს. ახლა ცოტათი გავიზარდე. ზოგიერთები კრუიფსა და მესის ანიჭებენ უპირატესობას, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც რონალდოს მიიჩნევენ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად“, – განაცხადა მბაპემ.