მბაპე საკუთარ მომავალზე – გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია, მალე ყველაფერს შეიტყობთ #1TVSPORT

11:18, 16.05.2022

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონიაზე განაცხადა.

„ჯერ არ შემიძლია საკუთარ მომავალზე ლაპარაკი, მაგრამ მალე ყველაფერს შეიტყობთ. თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია.

ოფიციალურად ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იქამდე გამოვაცხადებ, სანამ საფრანგეთის ნაკრებს შევუერთდები“, – თქვა მბაპემ.

ივნისის მატჩებისთვის საფრანგეთის ნაკრების შეკრება 28 მაისს დაიწყება.

ადრე არა ერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ მბაპე, შესაძლოა, „რეალში“ გადავიდეს.

მსგავსი