მბაპე საკუთარ მომავალზე - გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია, მალე ყველაფერს შეიტყობთ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა კილიან მბაპემ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარ მომავალთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონიაზე განაცხადა.
„ჯერ არ შემიძლია საკუთარ მომავალზე ლაპარაკი, მაგრამ მალე ყველაფერს შეიტყობთ. თითქმის ყველაფერი გადაწყვეტილია.
ოფიციალურად ჩემი გადაწყვეტილების შესახებ იქამდე გამოვაცხადებ, სანამ საფრანგეთის ნაკრებს შევუერთდები“, – თქვა მბაპემ.
ივნისის მატჩებისთვის საფრანგეთის ნაკრების შეკრება 28 მაისს დაიწყება.
ადრე არა ერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ მბაპე, შესაძლოა, „რეალში“ გადავიდეს.