„პარი სენ-ჟერმენი“ მზად არის, კილიან მბაპე საუდის არაბეთის „ალ-ჰილალში“ გაყიდოს.
როგორც გაზეთი Marca ამტკიცებს, „ალ-ჰილალი“ სოლიდური წინადადებით მიმართავს პარიზულ კლუბს საფრანგეთის ნაკრების ფორვარდის თაობაზე. ამ შეთავაზებას ვერცერთი სხვა კლუბი ვერ შეწვდება. პსჟ მზად არის მის მისაღებად, მაგრამ იცის, რომ 24 წლის მბაპე არ აპირებს ასე ადრე ევროპიდან აბარგებას.
ასევე დაინტერესდნენ მბაპეს შეძენით პრემიერლიგის კლუბები. მათ შორის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ტოტენჰემი“, აგრეთვე „ჩელსი“, მაგრამ მან ჯერ რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაყიდოს იმისთვის, რომ წინადადებით მიმართოს საფრანგეთის ჩემპიონს.
რაც შეეხება იტალიას, იქ ერთადერთი ვარიანტი შეიძლება იყოს „მილანი“, მაგრამ „როსონერის“ ჯერ წინადადება არ გაუკეთებია.
არანაირ ნაბიჯს არ დგამს „რეალი“, რომელში გადასვლაც თავად ფეხბურთელს სურს. მადრიდელები აპირებენ გამოიყენონ ის, რომ დრო მათ სასარგებლოდ მუშაობს და ამიტომაც არ იწყებენ მოლაპარაკებებს ტრანსფერზე.