საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ თავმდამსხმელი ფიქრობს, რომ წელს „ოქროს ბურთის“ მფლობელი არგენტინის ეროვნული გუნდისა და „ბარსელონას“ ფორვარდი, ლიონელ მესი გახდება.
„ვინ მიიღებს წელს „ოქროს ბურთს“? – ჯილდოს ლიონელ მესის გადასცემენ. ის საუკეთესო იყო 2019 წელს, თუ ინდივიდუალურ ოსტატოტაბს გავითვალისწინებთ“, – ციტირებს კილიან მბაპეს Goal.com.
„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია ორ დეკემბერს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი „ოქროს ბურთის“ ხუთგზის მფლობელია.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ფეხბურთელმა „ბარსელონას“ რიგებში 8 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.