მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები, გია ჭირაქაძე ფილმიდან „რერო გვმასპინძლობს“ - ახალი პროექტი საქართველოს პირველ არხზე
მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეები, გია ჭირაქაძე ფილმიდან „რერო გვმასპინძლობს“. ასრულებენ სიმღერას „ო რერო, რერო“. ანსამბლ „რეროს“ ხელმძღვანელი და დირიჟორი კონსტანტინე პევზნერი. ფრაგმენტი აღებულია 1971 წლის არქივიდან.
საქართველოს პირველი არხი მაყურებელს ახალ პროექტს სთავაზობს. პროექტი „ტელემუზეუმი“ ეთერშია ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 19:55 საათზე.
ახალი პროექტი ითვალისწინებს ოქროს ფონდის გაცოცხლებას, საეტაპო და მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებას მეცნიერებაში, მედიცინაში, ხელოვნებაში, სპორტში და სხვ.
ტელემუზეუმი