„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევის შესახებ პარლამენტი თებერვლის პირველივე კვირაში იმსჯელებს
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევის შესახებ პარლამენტი თებერვლის პირველივე კვირაში იმსჯელებს

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შესახებ საქართველოს პარლამენტი თებერვლის პირველივე კვირაში იმსჯელებს.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რიგაში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ვეტოს დაძლევაზე რიგგარეშე სესია სავარაუდოდ არ იქნება მოწვეული.

„არ მგონია, რომ შედგეს რიგგარეშე სესია ვეტოსთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს საკითხს პარლამენტი თებერვლის პირველივე კვირას განიხილავს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, 6 თებერვალს გაიხსნება.