მაურო იკარდი - ”ინტერთან “ კონტრაქტის პირობების გაუმჯობესებას ჩემი მუღლე განიხილავს
„ინტერის” არგენტინელმა თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ განაცხადა, რომ მშვიდად უდგება მის უგოლო სერიას, რომელიც უკვე 4 თამაშს მოიცავს. იქვე მან აღნიშნა, რომ დიდად არ განიცდის კონტრაქტის თაობაზე, რომელიც 2021 წლამდე აქვს.
„თავს ვგრძნობ ჩვეულებრივად, როგორც სხვა ნებისმიერ წელს“, – ციტირებს „ბოლა“ (A Bola) იკარდის, – „ვაგრძელებ ჩემს სამუშაოს „ინტერში“, ხოლო კლუბი და ჩემი მეუღლე განიხილავენ ჩემს კონტრაქტს, თუ ამის საჭიროება შეიქმნა. სოციალურ ქსელებში ბევრს წერენ ჩემი თამაშის შესახებ, მაგრამ მე მშვიდად ვარ. უკვე შევაგდე 120 გოლი და დარწმუნებული ვარ, კიდევ გავიტან ბევრს“.