მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა
მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა

„პარი სენ-ჟერმენის” ახალ მთავარ მწვრთნელს COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა და იზოლაციაში გადავიდა. პარიზელები ლიგა 1-ის მატჩს „ანჟერის” წინააღმდეგ მის გარეშე ჩაატარებენ. გუნდს მოედანზე არგენტინელი სპეციალისტის თანაშემწეები – ხესუს პერესი და მიგელ დ’აგოსტინო გაიყვანენ.

მაურიციო პოჩეტინოს ცხოვრება 2021 წლიდან მნიშვნელოვნად შეიცვალა. 3 იანვარს ის ფრანგული გრანდის მწვრთნელად დაინიშნა, ზუსტად 11 დღეში კი თავის სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული, საფრანგეთის სუპერთასი მოიგო. ახლა არგენტინელს საკუთარ ჯანმრთელობაზე მოუწევს ზრუნვა.