ლონდონის „ტოტენჰემის“ ყოფილმა დამრიგებელმა მაურისიო პოჩეტინომ, შესაძლოა, კარიერა პორტუგალიაში გააგრძელოს. გამოცემა „რეკორდის“ ინფორმაციით, არგენტინელი სპეციალისტით „ბენფიკაა“ დაინტერესებული. ლისაბონური კლუბის ხელძღვანელობა უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს 48 წლის მწვრთნელთან.
„ბენფიკას“ დამრიგებლის პოსტზე მაურისიო პოჩეტინომ უნდა შეცვალოს ბრუნო ლაჟე, რომლის ხელმძღვანელობითაც შარშან გუნდმა პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, წელს კი ლიდერ „პორტუს“ სამი ქულით ჩამორჩება.
მაურისიო პოჩენტინო წლევანდელი სეზონის მსვლელობისას დაითხოვეს „ტოტენჰემიდან“. მისი ადგილი ჟოზე მოურინიომ დაიკავა.