პორტუგალიელი სპეციალისტი, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მწვრთნელი – ჟოზე მოურინიო, „ინტერის“ გენერალურ დირექტორს, ჯუზეპე მაროტას შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ფუტბოლ იტალია“ (Footbal Italia) ავრცელებს.
წყაროს ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე პორტუგალიელი სპეციალისტის „ინტერის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ იმსჯელებენ. თუკი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, მაურინიო იტალიურ კლუბს მომავალი სეზონიდან დაუბრუნდება.
მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მილანური გუნდის ხელმძღვანელობა ლუჩანო სპალეტის მუშაობით უკმაყოფილოა. „ინტერი“ იტალიის ჩემპიონატში 40 ქულით მესამე ადგილს იკავებს და გათამაშების ლიდერ „იუვენტუსს“ 20 ქულით ჩამორჩება.