მაურიციო სარი იტალიურ ფეხბურთზე - ჩამოვრჩებით 30-35 წლით #1TVSPORT
მაურიციო სარი იტალიურ ფეხბურთზე - ჩამოვრჩებით 30-35 წლით #1TVSPORT

იტალიის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი მიიჩნევს, რომ იტალიური ფეხბურთი ათწლეულობით ჩამორჩა თანამედროვე ფეხბურთს.

„ლაციოს“ დამრიგებელმა კომენტარი გაუკეთა იტალიის ნაკრების მარცხს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, აგრეთვე კრიტიკას ფორვარდ ჩირო იმობილეს მისამართით.

„მე ველაპარაკე იმობილეს და ვუთხარი მას, რასაც ვფიქრობ ამაზე. ის განტევების ვაცი ხდება ნაკრებში. ვიცი, რასაც გავაკეთებდი მის ადგილას, ვნახოთ, ის რას გადაწყვეტს.

სხვადასხვა სისულელე მოვისმინე იტალიურ ფეხბურთზე. იტალიას 35 დარტყმა ჰქონდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩში, მაგრამ მან გაუშვა გოლი ორი დარტყმის შემდეგ.

იტალია ჩამორჩება დანარჩენებს 30-35 წლით, მაგრამ არავინ ლაპარაკობს ინფრასტრუტურაზე და საწვრთნელ ბაზებზე. როცა მე ვუთითებ მინდვრების მდგომარეობაზე, ამბობენ, რომ ვწუწუნებ.

როცა უყურებ ბუნდესლიგის მატჩს და გადართავ სერია A-ზე, ფიქრობ: „ჯანდაბა, ეს სად მოვხვდი?“ – განაცხადა სარიმ.