მაურიციო პოჩეტინო მზად არის „მანჩესტერ იუნაიტედში“ სამუშაოდ #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელი მაურიციო პოჩეტინო დაინტერესებულია „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობით. ორი დღის წინ, ამ გუნდიდან დაითხოვეს ნორვეგიელი სპეციალისტი ოლე-გუნარ სოლსკიაერი.
პოჩეტინომ თავის მეგობრებს აცნობა, რომ წინააღმდეგი არ არის სეზონის შემდეგ სათავეში ჩაუდგეს „იუნაიტედს“, – წერს გაზეთი The Times.
როგორც ირკვევა, 49 წლის არგენტინელი უკმაყოფილოა პარიზულ გუნდში თავისი მდგომარეობით. წყაროს ცნობით, სპეციალისტი დაიღალა გასახდელში სიტუაციის მმართვით, სადაც დომინირებენ ეგოიზმისკენ მიდრეკილი ლიონელ მესი, კილიან მბაპე და ნეიმარი.
გარდა ამისა, მწვრთნელი დღემდე სასტუმროში ცხოვრობს, მისი ოჯახი კი ლონდონში რჩება, სადაც ის „ტოტენჰემს“ ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, რომ უახლოეს მატჩებში „მანჩესტერ იუნაიტედს“ მაიკლ კერიკი უხელმძღვანელებს.