მატიუდი და რუგანი კორონავირუსისგან განიკურნენ

18:12, 15.04.2020

ბლეზ მატიუდი და დანიელე რუგანი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ, – იუწყება „იუვენტუსის“ ოფიციალური ვებგვერდი.

ორივე ფეხბურთელმა შემოწმება ორჯერ გაიარა და პასუხი ტესტზე უარყოფითი იყო – მათ ორგანიზმში კორონავირუსის კვალი არ აღინიშნება.

შეგახსენებთ, რომ რუგანის კორონავირუსი 12 მარტს დაუდასტურდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი მატიუდიც დაინფიცირდა.

მსგავსი