მატეუშ მორავიეცკი – ვოლოდიმირ ზელენსკის აქვს ვალდებულება, იზრუნოს თავისი ქვეყნის ინტერესებზე, მაგრამ ჩვენ ვწყვეტთ, ვინ იქნება პოლონეთის საპრეზიდენტო კანდიდატი
Bruksela, Belgia, 11.12.2020. Premier RP Mateusz Morawiecki podczas konferencji prasowej w drugim dniu unijnego szczytu w Brukseli, 11 bm. Dzieñ wczeniej, na szczycie UE dosz³o do porozumienia przywódców unijnych ws. bud¿etu UE i funduszu odbudowy. Na mocy tego porozumienia uruchomiony zostanie kolejny wieloletni bud¿et UE na lata 2021-2027 oraz fundusz odbudowy wart 750 mld euro. (rp/awol) PAP/Radek Pietruszka
პოლონეთის უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „კანონისა და სამართლიანობის“ წარმომადგენლები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მმართველი პარტიის ლიდერის, რაფალ ტრზასკოვსკის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.
პოლონეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ ზელენსკის ურჩია, უკრაინის საქმეებზე იზრუნოს, პოლონელები კი თავად აირჩევენ პრეზიდენტს.
„მას აქვს უფლება და ვალდებულებაც კი, იზრუნოს თავისი ქვეყნის ინტერესებზე, მაგრამ აქ ჩვენ ვწყვეტთ, ვინ იქნება კანდიდატი და ვის რა შეხედულებები აქვს ყველაზე ფუნდამენტურ საკითხებზე“, – განაცხადა მორავეცკიმ.
მედიის ცნობით, პოლონეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღშფოთებული არიან ზელენსკის იმ განცხადების გამო, რომელიც მან ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, კაროლ ნავროცკის საპასუხოდ გააკეთა. კერძოდ, ნავროცკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა არ უნდა იყოს მიწვეული ნატო-სა და ევროკავშირში იქამდე, ვიდრე „ვოლინის“ საკითხი არ გადაწყდება. ამ განცხადების საპასუხოდ კი, ზელენსკიმ აღნიშნა – „თუ უკრაინა არ იქნება ევროკავშირსა და ნატო-ში, არ ექნება უსაფრთხოების გარანტიები, მაშინ ბატონმა ნავროცკიმ უკვე უნდა დაიწყოს ვარჯიში, რადგან შეიძლება, მას იარაღით მოუწიოს თავისი ქვეყნის დაცვა, თანამემამულეებთან ერთად“.