მათეუშ მორავიეცკი – ვინ შეიძლება გაიგოს უკეთესად უკრაინის, თუ არა ქართველებმა, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამჟამად არის დაკავებული ოკუპანტების მიერ
Bruksela, Belgia, 11.12.2020. Premier RP Mateusz Morawiecki podczas konferencji prasowej w drugim dniu unijnego szczytu w Brukseli, 11 bm. Dzieñ wczeniej, na szczycie UE dosz³o do porozumienia przywódców unijnych ws. bud¿etu UE i funduszu odbudowy. Na mocy tego porozumienia uruchomiony zostanie kolejny wieloletni bud¿et UE na lata 2021-2027 oraz fundusz odbudowy wart 750 mld euro. (rp/awol) PAP/Radek Pietruszka
უკრაინის ვინ შეიძლება გაიგოს უკეთესად, თუ არა ქართველებმა, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ეს ის 20 პროცენტია, რომელიც ამჟამად არის დაკავებული ოკუპანტების მიერ, – ამის შესახებ ბათუმში მყოფმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მორავიეცკის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ შეჩერდეს.
„ლეხ კაჩინსკი იყო მხარდამჭერი ყველა ქვეყნისა, პატარა ქვეყნების დამოუკიდებლობისა. ამიტომ, დღევანდელი რუსეთის აგრესია, ეს არის აგრესია ჩვენი ღირებულებების მიმართ, რომლებსაც ჩვენ, ორივე ერი ვაფასებთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევაჩეროთ ეს აგრესია. რა შეიძლება გავაკეთოთ, ჩვენ გვინდა, რომ გავაღრმავოთ ის სანქციები და თითოეულ დანგრეულ, დაბომბილ სახლს კიდევ ერთი სანქცია უნდა ემატებოდეს, რადგან ეს ბარბაროსული მიდგომა უკრაინის მიმართ არ არის მისაღები. არის ხმები, რომ თითქოს საქართველო ბოლომდე არ არის ჩართული ამ სანქციებში, მაგრამ ბატონმა პრემიერმა დამარწმუნა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებს, რომ შეაჩეროს ეს აგრესია და დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და მხარი დაუჭიროს უკრაინას, უკრაინის თავისუფლებას და სუვერენიტეტს. ვინ შეიძლება გაიგოს უკეთესად უკრაინისა, თუ არა ქართველებმა, ვინაიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ეს ის 20 პროცენტია, რომელიც ამჟამად არის დაკავებული ოკუპანტების მიერ. ამიტომ, ამ ადგილიდან მსურს, გამოვხატო ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა ჩვენი მეგობრებისა, რომლებიც იმყოფებიან საქართველოში რთულ სიტუაციაში. ვინაიდან, ის აგრესია, რომელსაც ჰქონდა ადგილი 2008 წელს, დღემდე იგრძნობა საქართველოში“, – განაცხადა მორავიეცკიმ.