მატეუშ მორავიეცკი - უკრაინის რუსეთთან დამარცხება, შესაძლოა, დასავლეთის „ოქროს ხანის“ დასასრულის დასაწყისი გახდეს
მატეუშ მორავიეცკი - უკრაინის რუსეთთან დამარცხება, შესაძლოა, დასავლეთის „ოქროს ხანის“ დასასრულის დასაწყისი გახდეს

უკრაინის რუსეთთან ომში დამარცხებით დასავლეთისთვის, შესაძლოა, „ოქროს ხანის“ დასასრული დაიწყოს, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ აშშ-ში, ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ უკრაინას თუ დავკარგავთ, მაშინ ათწლეულების განმავლობაში დავკარგავთ მშვიდობას. უკრაინის დამარცხება შეიძლება, გახდეს დასავლეთის „ოქროს ხანის“ დასასრულის დასაწყისი“, – აღნიშნა მორავიეცკიმ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის გამარჯვება არა მხოლოდ აღდგენის, არამედ ეკონომიკური ძალების კიდევ უფრო გაძლიერების გარანტი იქნება.