მატეუშ მორავიეცკი - პოლონეთს შეუძლია, მომდევნო თვე-ნახევარში გადასცეს უკრაინას „მიგ-29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები
მატეუშ მორავიეცკი - პოლონეთს შეუძლია, მომდევნო თვე-ნახევარში გადასცეს უკრაინას „მიგ-29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები

პოლონეთს შეუძლია, მომდევნო თვე-ნახევარში გადასცეს უკრაინას „მიგ-29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები, – ამის შესახებ განცხადება პოლონეთის პრემიერ მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გააკეთა.

მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ ტელეკომპანია „სიენენთან“ ინტერვიუში თქვა, რომ ვარშავას შეუძლია, გადასცეს უკრაინას „მიგ-29“ ტიპის ავიაგამანადგურებლები, რომელთა ექსპლუატაციაც არ ხდება.

ამასთან, სამხედრო მიმოხილველები ვარაუდობენ, რომ პოლონეთმა შარშან უკვე გადასცა უკრაინას რამდენიმე საბჭოთა ავიაგამანადგურებელი.

ოფიციალური ცნობით, პოლონეთს 29 ერთეული „მიგ-29“ ტიპის თვითმფრინავი ჰყავს.