მატეუშ მორავიეცი - პუტინის რეჟიმი სუსტებდა, ამიტომ მიდის კონფლიქტის გამწვავებაზე და უახლოეს მომავალში შესაძლოა, ვიხილოთ აგრესიის ესკალაცია
მატეუშ მორავიეცი - პუტინის რეჟიმი სუსტებდა, ამიტომ მიდის კონფლიქტის გამწვავებაზე და უახლოეს მომავალში შესაძლოა, ვიხილოთ აგრესიის ესკალაცია

პუტინის რეჟიმი სუსტებდა, ამიტომ მიდის ის კონფლიქტის გამწვავებაზე და უახლოეს მომავალში შესაძლოა, ვიხილოთ აგრესიის ესკალაცია, – ეს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებაა, რომელიც მან პოლონეთის რადიოსთან ინტერვიუში გააკეთა.

„რუსული დათვი დაჭრილია და სამწუხაროდ,  უახლოეს მომავალში შესაძლოა, ველოდოთ ძალადობის ესკალაციას და რუსული აგრესიის ახალ ტალღებს. ეს არ ცვლის ფაქტს, რომ პუტინის რეჟიმი ყოველდღიურად სუსტდება. შეჭრის დასაწყისიდანვე მთელი მსოფლიო უყურებს, როგორ ირცხვენს თავს რუსული არმია, გასული ეპოქის ნახევრად გაცვეთილი აღჭურვილობა, ბრძოლის ველზე მიტოვებული ტანკები, ტყვედ ჩაბარებული სამხედროები რომლებიც ამბობენ, რომ მათ უთხრეს თითქოს სამხედრო წვრთნაზე მიდიოდნენ“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

მორავიეცკის თქმით, პუტინი დიდხანს ცდილობდა, ფრონტზე ეთნიკური რუსები არ გაეგზავნა, ამიტომ პირველ რიგში მან აზიური უმცირესობების წარმომადგენლები გააგზავნა.