მატეუშ მორავეცკი - ევროკავშირის ქვეყნებს უფლება აქვთ, სასამართლო სისტემა საკუთარი ტრადიციის შესაბამისად განსაზღვრონ
მატეუშ მორავეცკი - ევროკავშირის ქვეყნებს უფლება აქვთ, სასამართლო სისტემა საკუთარი ტრადიციის შესაბამისად განსაზღვრონ

ევროკავშირის ქვეყნებს უფლება აქვთ სასამართლო სისტემა საკუთარი ტრადიციის შესაბამისად განსაზღვრონ, ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მატეუშ მორავეცკის თქმით, ევროპის სამომავლო განვითარებისთვის აუცილებელია წევრი სახელმწიფოებისა და მათი პარლამენტების როლის გაზრდა.

მორავეცკი ევროკაშირის პარლამენტში მას შემდეგ გამოვიდა, რაც პოლონეთში სასამართლო სისტემის ცვლილებები ძალაში შევიდა. ევროკავშირში ამბობენ, რომ პოლონეთის მთავრობის ინიცირებული ცვლილებებით, სასამართლოს დამოუკიდებლობა მცირდება, რაც კანონის უზენაესობის მიმართულებით პრობლემაზე მიუთითებს.

ოფიციალური ვარშავა ამტკიცებს, რომ სასამართლო სფეროში ცვლილებები სისტემის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებისთვისაა აუცილებელი.

დატოვე კომენტარი