მატეუშ მორავეცკი - ჩვენ გვავიწყდება ომი, თუმცა საქართველოსა და უკრაინაში ეს ახსოვთ
მატეუშ მორავეცკი - ჩვენ გვავიწყდება ომი, თუმცა საქართველოსა და უკრაინაში ეს ახსოვთ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ევროპას ახსოვდეს მიმდინარე სამხედრო კონფლიქტები და უარი თქვას აგრესორის მიმართ შერიგების პოლიტიკაზე.

ამის შესახებ მორავეცკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ გვავიწყდება ომი, თუმცა საქართველოსა და უკრაინაში ეს ახსოვთ. ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ შერიგების პოლიტიკა აგრესორის მიმართებაში“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მორავეცკიმ ასევე 2007 წლის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლა გაიხსენა.

„მან რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობებში ახალი ეპოქა დასახა. ყველაფერი ისე აღმოჩნდა, როგორც ის დაპირდა – ერთ წელში განხორციელდა თავდასხმა საქართველოზე, შემდეგ უკრაინაზე. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს, როდესაც ვსაუბროbთ ევროპის უსაფრთხოებაზე, რადგან რუსეთის საკითხი – ეს არის საკითხი, რომელიც ეხება არა მხოლოდ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას, არამედ მთელ ევროკავშირს“, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.