მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დესტაბილიზაციისთვის გადაისროლეს
მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დესტაბილიზაციისთვის გადაისროლეს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის თქმით, „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსში ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის დესტაბილიზაციისთვის გადაისროლეს. მორავეცკი აღნიშნავს, რომ, პოლონეთისა და ლიეტუვის შეფასებით, ბელარუსში ამჟამად „ვაგნერის“ 4000-მდე დაქირავებული იმყოფება, რომელთა გამოყენებაც პროვოკაციული მიზნებით არის შესაძლებელი.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პროვოკაციების რიცხვი გაიზრდება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვის პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსში „ვაგნერელების“ ბანაკის განთავსების შემდეგ პოლონეთის ხელისუფლებამ აღმოსავლეთ საზღვართან შეიარაღებული ძალების გაძლიერება დაიწყო.