მატეო სალვინიმ მარინ ლე პენისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს „ცუდი ფილმი“ და „ბრიუსელის მხრიდან ომის გამოცხადება“ უწოდა
მატეო სალვინიმ მარინ ლე პენისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს „ცუდი ფილმი“ და „ბრიუსელის მხრიდან ომის გამოცხადება“ უწოდა

იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ მარინ ლე პენისთვის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს „ცუდი ფილმი“ და „ბრიუსელის მხდიან ომის გამოცხადება“ უწოდა. ამის შესახებ სალვინიმ სოციალურ მედიით გავრცელებულ ჩანაწერში განაცხადა.

„მათ, ვისაც ამომრჩეველთა განსჯის ეშინია, ხშირად სასამართლოს განაჩენში პოულობს შვებას. პარიზში გაასამართლეს მარინ ლე პენი და სურთ მისი გამოთიშვა პოლიტიკური ცხოვრებიდან. ეს არის ცუდი ფილმი, რომელსაც ასევე ვხედავთ სხვა ქვეყნებშიც, როგორიცაა რუმინეთი. ეს არის ლე პენის წინააღმდეგ ომის გამოცხადება ბრიუსელის მხრიდან იმ დროს, როდესაც ფონ დერ ლაიენისა და მაკრონის საომარი იმპულსები აშინებს ხალხს. ჩვენ ვერ შეგვაშინებენ, ჩვენ არ შევჩერდებით: სრული სისწრაფით წინ, ჩემო მეგობარო“, – წერს სალვინი.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერს, მარინ ლე პენს სასამართლომ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.