მატეო სალვინი - ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, იტალია 2019 წლის ბიუჯეტს არ შეცვლის
ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, იტალია 2019 წლის ბიუჯეტს არ შეცვლის, – ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ განაცხადა.
რადიოსადგურ RTL 102.5-თან ინტერვიუსას სალვინიმ აღნიშნა, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში დეფიციტის ნიშნულის 2.4 %-ით განსაზღვრა სახელმწიფო ვალის შემცირების ერთადერთი გზაა.
ევროკომისიამ იტალიის ბიუჯეტი არ მოიწონა და მიზეზად დეფიციტის ნიშნულის დაგეგმილი 1.8%-დან, 2.4%-მდე გაზრდა დაასახელა.
„იტალიელები პირველ ადგილზე. იტალიას აღარ სურ, სულელური მართვის მსახური იყოს. ეკონომიკის გასაძლიერებლად და ვალის შესამცირებლად წინა მთავრობებისგან განსხვავებულად უნდა ვიმოქმედოთ, რომელთა ფისკალური გეგმები ბრიუსელისთვის უფრო მისაღები იყო“, – განაცხადა სალვინიმ.
იტალიის სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 131%-ს უტოლდება.