„იუვენტუსის“ მხრიდან გაძლიერებული ინტერესის ფონზე, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ გადაწყვიტა, იტალიელ მცველ მატეო დარმიანს კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივოს, იტყობინება „ი-ეს-პი-ენი“ (ESPN).
29 წლის დარმიანი, რომლის კონტრაქტი „წითელ ეშმაკებთან“ მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურებოდა, „მანჩესტერში“ 2020 წლამდე ითამაშებს.
ინგლისური გუნდი „იუვენტუსს“ სეზონის დასრულების შემდეგ სთავაზობს მოლაპარაკებებს, ტურინელები კი მიმდინარე თვეში დარმიანის იჯარით წაყვანას შეეცდებიან, რაც საკმაოდ რთული განსახორციელებელი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ კრის სმოლინგის და მარკოს როხოს ტრავმების გამო, ოლე გუნარ სოლსკიაერს სწორედ დარმიანის იმედი აქვს.