მათე დევიძის მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს
მათე დევიძის სოლიდარობის მარშის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა პოლიკარპე კაკაბაძის ქუჩაზე.
დემონსტრანტებმა კაკაბაძის ქუჩის სამანქანო გზა გადაკეტეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლება დაიწყეს, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა რამდენიმე პირი დააკავეს.
მანამდე მარშის ერთ-ერთი მონაწილე, თსუ-ს ლექტორი ქეთევან ხუსკივაძე მელიქაშვილის გამზირზე დააკავეს. თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის, გოგა მემანიშვილის განცხადებით, ხუსკივაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს.
მათე დევიძის სოლიდარობის მარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დასრულდა.
მათე დევიძე 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე 19 ნოემბერს დააკავეს. პოლიციელზე თავდასხმისთვის მას 4 წლითა და ექვსი 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი. მათე დევიძე დანაშაულს არ აღიარებს.