მატჩს „დინამოსა“ და „გაბალას“ შორის ფინელი მსაჯები განსჯიან

16:15, 29.07.2019

1 აგვისტოს, თბილისის „დინამო“ უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის განმეორებით შეხვედრას გამართავს. თბილისური გუნდი „დინამო არენაზე“ აზერბაიჯანულ „გაბალას“ დაუპირისპირდება.

მატჩი 21.00 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრას ფინელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი 32 წლის პეტრი ვილიანენი გახლავთ. მას ასისტენტობას რიკუ ვირიოვუორი და მიკა ლამპუგაუწევენ. მეოთხე მსაჯი დენის ანტამო იქნება

შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამომ“ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი შეხვედრა აზერბაიჯანში 2:0 მოიგო და შემდეგ ეტაპზეი გასვლის რეალური შანსი გაააჩნია.

მსგავსი