მატჩი გრასჰოპერსსა და ლიუცენრს შორის გულშემატკივართა ქცევის გამო შეწყდა (ვიდეო)
შვეიცარიის სუპერლიგის მატჩი გრასჰოპერსსა და ლიუცენრს შორის მსაჯმა მეორე ტაიმში შეწყვიტა. მსგავსი ინციდენტი ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მოხდა და ამის მიზეზი ორივე შემთხვევაში გრასჰოპერსის გულშემატკივრების ქცევა გახდა, რომლებიც მოედანზე შეჭრით იმუქრებოდნენ.
ლეგენდარული ციურიხული კლუბი, რომელიც ქვეყნის 27-გზის ჩემპიონია, სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება და ბოლო 68 წლის განმავლობაში პირველად გავარდა უმაღლესი დივიზიონიდან. ლიუცერნთან გასვლითი შეხვედრის შეწყვეტის მომენტში, გრასჰოპერსს უკვე ოთხი უპასუხო გოლი ჰქონდა გაშვებული.
ანალოგიური ინციდენტი მოხდა 16 მარტს, როდესაც მატჩი გრასჰოპერსსა და სიონს შორის 56-ე წუთზე შეწყდა. ამ მომენტისთვის გრასჰოპერსი აგებდა ანგარიშით 0-2 და საბოლოოდ მათ 0-3 წაგება ჩაეთვალათ.