მასწავლებლების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა
მასწავლებლების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

​კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გეგმური ტესტირების შედეგად, სკოლის ექვს პედაგოგს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. მოსწავლეებში ინფიცირების შემთხვევა არ გამოვლენილა.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლა დისტანციურ რეჟიმში მუშაობას მომდევნო 12-14 დღის განმავლობაში გააგრძელებს.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევის გამო დისტანციურ რეჟიმზეა გადასული ასევე ქობულეთის მესამე საჯარო სკოლა.