მასწავლებლთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებში 21 ათასამდე აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა
მასწავლებლთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებში 21 ათასამდე აპლიკანტმა მიიღო მონაწილეობა

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებაში, რომელიც 2-დან 8 აგვისტომდე მიმდინარეობდა, მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 21 ათასმა პრაქტიკოსმა პედაგოგმა და პედაგოგობის მსურველმა, რაც დარეგისტრირებულ აპლიკანტთა 80%-ია.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ტესტირება მთელი საქართველოს მასშტაბით რვა ქალაქში (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ახალციხე, ოზურგეთი, ზუგდიდი, თელავი) გახსნილ 13 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, პროცესმა მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა.

„წელს პრაქტიკოს მასწავლებლებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება, მასწავლებლობის მსურველებს კი საგნის გამოცდის ჩაბარების უფლება მეორედ მიეცათ. ამჟამად მიმდინარეობს ნაშრომების გასწორება. პირველადი შედეგები ეტაპობრივად გამოცხადდება. სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ“, – განაცხადა გოროგოძემ.

დატოვე კომენტარი