მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთელი მენტორი პედაგოგები დააჯილდოვეს
მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთელი მენტორი პედაგოგები დააჯილდოვეს

​მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხუთი ოზურგეთელი მენტორი პედაგოგი დაჯილდოვდა. გურიის მხარის რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ მათ პროფესიული დღე მიულოცეს, მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

„მასწავლებლებს უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭებათ განათლებული თაობების აღზრდის საქმეში. მათი ღვაწლი ფასდაუდებელი და გმირობის ტოლფასია. პედაგოგთა ხელშეწყობა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამ მხრივ მრავალი სასიკეთო სიახლე ინერგება“, – განაცხადა მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.