მასუდ ფეზეშქიანი – ზოგიერთმა ქვეყანამ მედიაციის მცდელობები დაიწყო, მედიაციის პროცესი უნდა ეხებოდეს მათ, ვინც ირანელი ხალხი არასაკმარისად შეაფასა
ზოგიერთმა ქვეყანამ დაიწყო მედიაციის მცდელობები, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, თეირანი რეგიონში მდგრადი მშვიდობის მომხრეა, თუმცა უყოყმანოდ დაიცავს ერის ღირსებასა და სუვერენიტეტს.
„მედიაციის პროცესი უნდა ეხებოდეს მათ, ვინც ირანელი ხალხი არასაკმარისად შეაფასა და ეს კონფლიქტი გამოიწვია“, – აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.
Some countries have begun mediation efforts. Let’s be clear: we are committed to lasting peace in the region yet we have no hesitation in defending our nation’s dignity & sovereignty. Mediation should address those who underestimated the Iranian people and ignited this conflict https://t.co/MxWCuNYOYR
— Masoud Pezeshkian (@drpezeshkian) March 6, 2026