მასუდ ფეზეშქიანი - ყველა რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იქნეს გამოყენებული დაძაბულობის შესამცირებლად
მასუდ ფეზეშქიანი - ყველა რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იქნეს გამოყენებული დაძაბულობის შესამცირებლად

ყველა რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იქნეს გამოყენებული დაძაბულობის შესამცირებლად, –  ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

„ომი არავის ინტერესებში არ შედის და, საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას, დაძაბულობის შესამცირებლად ყველა რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იქნეს გამოყენებული“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა.

ირანის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ მტრის მიმართ უნდობლობა და ურთიერთქმედებაში სიფხიზლე აუცილებლობაა.

შეგახსენებთ, რომ ირანმა უარი თქვა აშშ-თან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე. მედიიის ინფორმაციით, ამის მიზეზი ვაშინგტონის გადაჭარბებული მოთხოვნები, არარეალისტური მოლოდინები, პოზიციის მუდმივი ცვლილება და მიმდინარე საზღვაო ბლოკადაა.