მასუდ ფეზეშქიანი – უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ სომხეთის გზა ნამდვილად მშვიდობისა და განვითარების გზა იყოს და არა უცხოელთა ჰეგემონიური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი

18:13, 11.08.2025

უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რომ სომხეთის გზა ნამდვილად მშვიდობისა და განვითარების გზა იყოს და არა უცხოელთა ჰეგემონიური მიზნების მიღწევის ინსტრუმენტი, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრის დროს განაცხადა.

ირანული მედიის თანახმად, ფეზეშქიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის სუვერენიტეტის შენარჩუნების და ერევან-ბაქოს სატრანზიტო დერეფნის განხორციელებაში ნებისმიერი სამხედრო ან უსაფრთხოების ძალის ჩაურევლობის აუცილებლობას.

ირანის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრი გააფრთხილა ამერიკული მხარის შესაძლო ქმედებების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა, ეკონომიკური ინვესტიციებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საფარქვეშ კავკასიის რეგიონში ჰეგემონიური მიზნები განახორციელონ.

მსგავსი