მასუდ ფეზეშქიანი – სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები

23:22, 11.03.2026

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა.

ამასთან, ფეზეშქიანმა ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა „სიონისტურ რეჟიმსა“ და აშშ-ს დააკისრა.

„რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერთგულება რეგიონში მშვიდობის მიმართ. ამ ომის დასრულების ერთადერთი გზა, რომელიც სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის მიერ არის გაჩაღებული, არის ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ მტკიცე საერთაშორისო გარანტიები“, – წერს ირანის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

მსგავსი