მასუდ ფეზეშქიანი – სარაკეტო პროგრამა აშშ-სთან შეთანხმების ნაწილი არ არის, რაკეტები რომ არ გვქონოდა, ისრაელი და აშშ ირანს გაანადგურებდნენ
ირანის პრეზიდენტის თქმით, ირანის სარაკეტო პროგრამა არ შედის შეერთებულ შტატებთან გაფორმებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში და არც მომავალში იქნება მისი ნაწილი.
„ჩვენი რაკეტების შესახებ დისკუსია მემორანდუმში არ არსებობს და არც არასდროს იარსებებს“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.
ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სარაკეტო პროგრამა ქვეყნის თავდაცვისთვის აუცილებელია.
„ჩვენ რომ რაკეტები არ გვქონოდა, რომლებსაც თავდაცვისთვის ვიყენებთ, ისრაელი და შეერთებული შტატები ირანს გაანადგურებდნენ“, – აღნიშნა ფეზეშქიანმა ისლამაბადში ვიზიტის დროს, სადაც შეხვედრები გამართა პაკისტანის ოფიციალურ პირებთან.