მასუდ ფეზეშქიანი - რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა ისრაელია, რომელიც „დიდი ისრაელის“ გეგმას მისდევს და სხვადასხვა გზით შეთქმულებას აწყობს არასტაბილურობის შესანარჩუნებლად
მასუდ ფეზეშქიანი - რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა ისრაელია, რომელიც „დიდი ისრაელის“ გეგმას მისდევს და სხვადასხვა გზით შეთქმულებას აწყობს არასტაბილურობის შესანარჩუნებლად

რეგიონში დესტაბილიზაციის გამომწვევი ძალა ისრაელია, რომელიც „დიდი ისრაელის“ გეგმას მისდევს და სხვადასხვა გზით შეთქმულებას აწყობს რეგიონში ომის, არასტაბილურობისა და განხეთქილების შესანარჩუნებლად, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა მზად არის მოლაპარაკებებისთვის.

„ახლა ჩვენ ასევე მზად ვართ, დავარწმუნოთ მსოფლიო, რომ არ ვცდილობთ ბირთვული იარაღის ფლობას. ჩვენ არ გვსურს არასტაბილურობა რეგიონში“, – აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.