მასუდ ფეზეშქიანი – ომის დასრულება მაშინ, როდესაც ირანი ძლიერი და ძლევამოსილია, სწორი გზაა
ომის დასრულება მაშინ, როდესაც ირანი ძლიერი და ძლევამოსილია, სწორი გზა არის, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის მტკიცებით, მსოფლიომ აღიარა ირანის გამარჯვება და შეერთებული შტატები „საძულველად“ მიიჩნია სკოლებზე, საავადმყოფოებსა და ინფრასტრუქტურაზე ყველა ნორმის დარღვევით თავდასხმების გამო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ ირანი ოდესმე დაემორჩილება აგრესიას.
„ჩვენ არასდროს დავნებდებით ჩაგვრას, ჩვენ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე დავდგებით და მტერს გამანადგურებელ პასუხს გავცემთ“, – თქვა ფეზეშქიანმა.
ირანის პრეზიდენტმა მოსახლეობას ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ყველა უთანხმოება „ეგოდან და პირადი ინტერესებიდან“ მომდინარეობს.
„ირანელებმა უნდა მიიღონ და აღიარონ, რომ თუ ერთად ვართ, ძლიერები ვართ და თუ განხეთქილებაა, გავნადგურდებით“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.