მასუდ ფეზეშქიანი – ნავთობს ახლა ვეღარ ვყიდით, არაერთი ქარხანა გაანადგურეს და მათგან გადასახადების აკრეფას არა მხოლოდ ვერ ვახერხებთ, არამედ ფულიც უნდა მივცეთ, რომ ფუნქციონირება გააგრძელონ

20:58, 15.08.2026

ადრე ნავთობს ვყიდდით, ახლა კი ვეღარ ვყიდით. მათ არაერთი ქარხანა გაანადგურეს და ჩვენ მათგან გადასახადების აკრეფას იგივე გზით ვერ ვახერხებთ, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

ირანის პრეზიდენტმა ომის გამო ქვეყანაში პროდუქციის გაძვირების მიზეზებზე ისაუბრა.

„ადრე საქონელი გემით ჩამოგვქონდა, ახლა კი მათ მთელი მარშრუტის გავლა უწევთ ჩვენამდე მოსვლამდე. მზა პროდუქტის ღირებულება გაიზარდა. ჩვენი შემოსავალიც შემცირდა. ადრე ნავთობს ვყიდდით, ახლა კი ვეღარ ვყიდით. მათ არაერთი ქარხანა გაანადგურეს და ჩვენ მათგან გადასახადების აკრეფას იგივე გზით ვერ ვახერხებთ. არა მხოლოდ გადასახადების აკრეფას ვერ ვახერხებთ, არამედ ფულიც უნდა მივცეთ, რომ ფუნქციონირება განაგრძონ. ეკონომიკის ბორბლები მუდმივად უნდა ტრიალებდეს“, – აღნიშნა მასუდ ფეზეშქიანმა.

მსგავსი