მასუდ ფეზეშქიანი მიხეილ ყაველაშვილს ირანის უზენაესი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებისთვის მადლობას უხდის და წერილს ქართულ ენაზე აქვეყნებს
ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრებისთვის მადლობას უხდის.
ფეზეშქიანი სოციალურ ქსელში მადლობის წერილს ქართულ ენაზე აქვეყნებს.
„ირანის უზენაესი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიაზე მისი აღმატებულება ბატონი მიხეილ ყაველაშვილის დასწრება და საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით მის მიერ გამოხატული თანაგრძნობა, 3000 წლიანი ურთიერთობის მქონე ორი მეგობარი ერის ისტორიულ მეხსიერებაში დარჩება.
იმედი მაქვს, რომ ახალ ეტაპზე ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები, ურთიერთპატივისცემისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის საფუძველზე და რეგიონზე ორიენტირებული ურთიერთშემავსებელი ეკონომიკის მოდელის ფარგლებში, კიდევ უფრო გაღრმავდება. მოწამე ლიდერი ყოველთვის ხაზს უსვამდა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების გაძლიერებას. მისი ისტორიული შეხვედრა და დიალოგი უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან სამუდამოდ დარჩება ორი ქვეყნის ურთიერთობებისა და ასევე, შიიტურ აღმსარებლობასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დიალოგის ისტორიაში“,- აღნიშნავს სოციალურ ქსელში ირანის პრეზიდენტი.
Appreciation to the President of Georgia, Mr. Mikheil Kavelashvili, for attending the farewell and State funeral of the martyred Supreme Leader.@GeoPresident_ pic.twitter.com/pbFTORS6o4
— Masoud Pezeshkian (@drpezeshkian) July 8, 2026