მასუდ ფეზეშქიანი – ირანის დანებებისკენ იძულების ნებისმიერი მცდელობა განწირულია წარუმატებლობისთვის

13:26, 15.04.2026

აშშ-ის ან ისრაელის ნებისმიერი მცდელობა, ირანს დანებება აიძულონ, წარუმატებლობისთვისაა განწირული და ირანელი ერისთვის ასეთი მიდგომა მისაღები არასდროს იქნება, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.

„თეირანი ომს ან არასტაბილურობას არ ეძებს. ირანი ყოველთვის ხაზს უსვამდა სხვადასხვა ქვეყანასთან კონსტრუქციული მოლაპარაკებებისა და ურთიერთქმედების აუცილებლობას“, – განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.

ირანის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებები, შესაძლოა, პაკისტანში მომდევნო ორ დღეში განახლდეს.

მსგავსი