მასუდ ფეზეშქიანი - ირანი ბირთვული იარაღისკენ არ მიისწრაფვის, ბირთვული პროგრამა მიზნად ისახავს მედიცინის, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროში სარგებლის მიღებას
ირანი ბირთვული იარაღისკენ არ მიისწრაფვის, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა.
ირანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ბირთვული პროგრამა მიზნად ისახავს მედიცინის, ენერგეტიკისა და ეკონომიკის სფეროში სარგებლის მიღებას.
ირანსა და აშშ-ს შორის სამართლიანი შეთანხმების მიღწევის შესახებ ბირთვულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო კანონები სამართლიანი და თანასწორი პირობებია, რომელთა მიხედვითაც, ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, ჩაატაროს სპეციალიზებული სამეცნიერო კვლევა ურანის გამდიდრებასთან დაკავშირებით და გამოიყენოს ბირთვული ენერგია მშვიდობიანი მიზნებისთვის.
ირანის პრეზიდენტმა ასევე მადლობა გადაუხადა ომანის სულთანს, ჰაითამ ბინ ტარიკს რეგიონში სამშვიდობო ძალისხმევის მხარდაჭერაში მისი როლისთვის და ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებში ღირებული შუამავლობისთვის.