მასუდ ფეზეშქიანი – ღმერთმა ქნას, შევძლოთ „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობიდან გამოსვლა, ჰორმუზის სრუტეში დარღვევები იყო, აშშ მემორანდუმის პრინციპებს არ დაემორჩილა, ჩვენ ვუპასუხეთ და შეტაკებები დაიწყო

00:57, 09.08.2026

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ქვეყანამ უნდა გადალახოს „არც ომის და არც მშვიდობა“ მდგომარეობა.

მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად საჭიროა ბრძოლის ნაცვლად მოლაპარაკებების გამართვა.

ამასთან, როგორც ირანის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-მა არ დაიცვა ისლამურ რესპუბლიკასა და ომანს შორის დადგენილი პრინციპები, რასაც თეირანმა ცეცხლით უპასუხა.

„ნებისმიერ შემთხვევაში, დარღვევები ყველა ურთიერთგაგების მემორანდუმში ხდება. უნდა შექმნილიყო გუნდი, რომელიც დარღვევებს მოაგვარებდა და არა ბრძოლას გააგრძელებდა. ღმერთმა ქნას, მივაღწიოთ იმ წერტილს, სადაც შევძლებთ ამ „არც ომის და არც მშვიდობის“ მდგომარეობიდან გამოსვლას. დარღვევები იყო ჰორმუზის სრუტეში, რადგან ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, აშშ-ს უნდა ემოქმედა ისლამურ რესპუბლიკასა და ომანს შორის დაწერილი პრინციპების მიხედვით, მაგრამ ისინი არ დაემორჩილნენ მას. ჩვენ ვუპასუხეთ და შემდეგ შეტაკებები დაიწყო“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.

მსგავსი